„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვებაზე. როგორც მან აღნიშნა, ახლა უკვე შეიძლება სეზონის სამი ტიტულით დასრულებაზე საუბარი.
„პირველად შეგვიძლია ტრებლზე ვისაუბროთ. „იუნაიტედთან“ მოგება განსაკუთრებულია, ჩვენი გულშემატკივრებისთვის და ქალაქისთვის. შესანიშნავად ვითამაშეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა წინ „ინტერთან“ თამაშია, 3-4 ვარჯიში გვაქვს მოსამზადებლად. ორშაბათიდან „ინტერზე“ ვიფიქრებთ და მათ დამარცხებაზე. დღენახევარი გავატარე მათი მატჩების ყურებაში“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ მატჩი 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ინგლისური გუნდი სეზონს ტრებლით დაასრულებს.