11:53 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის ემოციური პოსტი „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის გამო

„ლივერპულის“ თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი, გუნდის მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრას გამოეხმაურა.

„სრულიად განადგურებული ვარ. ამის გამართლება არაფრით შეიძლება. ყველაფერი გვქონდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, მაგრამ ვერ შევძელით. ჩვენ „ლივერპული“ ვართ და ტურნირზე მოხვედრა მინიმალური მოთხოვნაა. უკაცრავად, მაგრამ დაგაღალატეთ თქვენც და საკუთარი თავიც.“ - დაწერა სალაჰმა ტვიტერზე.

პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ლივერპულმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. მანამდე, ბოლოს „წითლებს“ ჩემპიონთა ლიგაზე 2016/2017 წლების სეზონში არ უთამაშიათ.

0.118175