სხვა

1:40 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოტოგრანპრიმ ყაზახეთის პირველი დიდი პრიზი გააუქმა

მოტოგრანპრის გადაწყვეტილებით, ყაზახეთის დიდი პრიზი, რომელიც პირველად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ამის მიზეზი, ორგანიზატორთა მოუმზადებლობაა. კალენდარში სულ 20 ეტაპია, მაგრამ გაუქმებული რბოლის ადგილს სხვა რბოლა არ დაიკავებს. შესაბამისად, სეზონი 19 ეტაპამდე შემცირდა.

ყაზახეთის დიდი პრიზი მოტოგრანპრის კალენდარში შარშან შეიტანეს. ამ ქვეყანას სერიასთან ხუთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა. რბოლა „სოკოლის“ საერთაშორისო ტრეკზე უნდა გამართულიყო, რომელიც ალმატის მახლობლად მდებარეობს. რბოლა 9 ივლისს უნდა გამართულიყო და ის კალენდარში მე-9 ეტაპად იყო შეტანილი.

ტრასას ჰომოლოგაციისთვის საჭირო რეკონსტრუქცია უტარდება, რომლის დროულად დასრულება ვერ ესწრება. ამის გამო, საყაზეთის პირველი დიდი პრიზის გამართვა 2024 წლისთვის გადაიტანეს.

მოტოგრანპრი აზიაში გაფართოებას ცდილობს. ყაზახეთის გარდა, ამ სეზონში ინდოეთის დიდი პრიზის გამართვაც იგეგმება. ის ნიუ დელის მახლობლად, სექტემბერში უნდა ჩატარდეს.

0.119474