არგენტინის ნაკრებისა და „ატლანტა იუნაიტედის“ შემტევი ნახევარმცველი ტიაგო ალმადა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ნაპოლიში“ გადავიდეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „აძურის“ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის 21 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. შედეგად, დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს.
ტიაგო ალმადა „ველეს სარსფილდის“ აღზრდილია, 2022 წლიდან კი ამერიკაში თამაშობს. არგენტინის ნაკრების რიგებში ალმადა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, „ალბისელესტეს“ მაისურით მის აქტივში 3 მატჩი და 1 გოლია.