„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მთლიანად კლუბის გარშემო მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს დაეთმო.
ხოსე მარია ნეგრეირას საქმეზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამოძიებას უეფაც კი აწარმოებს. თუმცა, ლაპორტა დარწმუნებულია, რომ კლუბს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ წინააღმდეგ სამარცხვინო დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ლაპორტამ მადრიდის „რეალიც“ ახსენა და თქვა, რომ „სამეფო კლუბი“ 70 წელია ესპანურ ფეხბურთში სისტემას მართავს.
„ბარსელონას“ იმიჯის სამარცხვინო დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს. არსებობს 125 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის სამართლიანობის მოდელი ვიყავით. არავითარი ორკესტრირებული კამპანია არ შეუშლის ხელს იმას, რომ ბარსელონა დარჩეს მსოფლიო სპორტის ამოსავალ წერტილად და მილიონობით გულშემატკივარში აღიარებული იყოს.
ეს არის საქმე, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და არაფერ შუაშია კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ჩვენ მაინც სწორი პოზიცია უნდა დავიკავოთ ამ სამარცხვინო თავდასხმების წინააღმდეგ, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდება. მკაფიოდ უნდა ვთქვა: „ბარსელონას“ არასდროს განუხორციელებია რაიმე ქმედება, რომლის მიზანი ან განზრახვა იყო რაიმე სპორტული შედეგის შეცვლა იყო. თავად პროკურატურამაც ვერ წარმოადგინა დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა, რომ არსებობდა კორუფციული დანაშაული, იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ეს არასდროს მომხდარა.
არ გამოვლენილა ისეთი ქცევა, რომელიც ადასტურებს სპორტულ კორუფციას. არსებობს დეტალური ინვოისები, რომლებიც ადასტურებს თანამშრომლობის კანონზომიერებას. ეს ყველაფერი ძალიან გამჭვირვალე იყო. არასდროს გვქონია რაიმეს დამალვის განზრახვა. დანაშაულები სასამართლოში უნდა დამტკიცდეს, რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, ჩვენ კი სასამართლომდე ლინჩის წესით გვასამართლებენ. ასევე ვითხოვ მაქსიმალურ პასუხისმგელობლობას მედიისგან.
მინდა ხაზი გავუსვა, ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის აუტანელ და უპასიხისმგებლო საქციელს, რომელიც არასოდეს უშვებს შანსს ხელიდან, რომ ჩვენზე შეტევა განახორციელოს. ის ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. სამაგიეროდ, მადლობას ვუხდი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ რუბიალესს და ფიფას პრეზიდენტ ინფანტინოს, რომლებმაც შეინარჩუნეს უფრო წინდახედული პოზიცია და თავი აარიდეს ლინჩის წესით გასამართლებაში ჩართვას.
ისინი ვერასდროს შეძლებენ „ბარსას“ დასაკუთრებას, როგორც ამას აპირებენ. „ბარსა“ ეკუთვნის მის წევრებს, ის წარმოადგენს კატალონიზმს და პატივს სცემს მილიონობით გულშემატკივარს. ისინი ვერ შეძლებენ სანდოობა დაგვაკარგვინონ, თუნდაც მორალური ზიანი, რომელიც მივიღეთ, უზარმაზარი იყოს. მაგრამ, სიმართლე რომ გაირკვევა, ყველა სამართლებრივ ქმედებას ვიტოვებთ იმ ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებისთვის, რომელიც განვიცადეთ, საუბარია ბევრ მილიონზე.
არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია, სპორტული კორუფცია არ არსებობს. ნეგრეირასთან მომსახურებამ ყველა საგადასახადო კონტროლი გაიარა, ამას არანაირი გავლენა არ ჰქონია შედეგებზე ან მის შეცვლაზე. ასევე მინდა გაგახსენოთ მადრიდის „რეალის“ პოზიცია, რომელიც ისტორიულად ფავორიტი კლუბი იყო, რადგან რეჟიმთან გახლდათ დაკავშირებული. 7 ათეული წლის განმავლობაში სამსაჯო კორპუსს ხელმძღვანელობდნენ მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელები, მენეჯერები ან პარტნიორები. ახლა კი ამბობენ, რომ „ბარსას“ საქციელით თავს დაზიანებულად გრძნობენ - ეს უპრეცედენტო ცინიზმია.
ამ სკანდალისთვის დროის შერჩევა შემთხვევითად არ მეჩვენება. ახლა, როდესაც კრიზისიდან გამოვდივართ და ახლოს ვართ ლა ლიგის მოგებასთან, მათ სურთ ჩვენი დესტაბილიზაცია. არც ის არის შემთხვევითი, რომ ტებასმა იმ დროს, როცა ვმუშაობთ დიდი ევროპული ტურნირის შექმნაზე (სუპერლიგა - რედ) ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საქმეში უეფა ჩართულიყო, რათა ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედოს. ეს არის ყველაზე სასტიკი თავდასხმა, რაც კი ოდესმე განგვიცდია. სწორედ ამიტომ ვთხოვ კლუბის ყველა წევრს, რომ გვერდში დაუდგეს კლუბს, ჩვენს ფეხბურთელებს. ვითხოვ ერთიანობა, რადგან ნეგრეირას საქმე არ არის კორუფციული“, - თქვა ლაპორტამ.