ფეხბურთი

20:08 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ „ლიდსი“ გაანადგურა და ისევ რვაქულიანი უპირატესობით ლიდერობს

ლონდონის „არსენალმა“ პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში შინ „ლიდსს“ 4:1 მოუგო და უშუალო კონკურენტ „მანჩესტერ სიტის“ ისევ 8 ქულით გაუსწრო, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

დუბლი მიითვალა „მეთოფეთა“ ბრაზილიელმა ჟეზუსმა. მან თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში. 55-ე წუთზე კი მეორედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.

თითოჯერ თავი ბენ უაითმა და გრანიტ ჯაკამ გამოიჩინეს. სტუმართაგან ერთი ბურთი რასმუს კრისტენსენმა გაიტანა.

0.124073