სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

23:59 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში, რომელსაც მონტენეგრო მასპინძლობს, მეორე ტურის მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი გუშინ პირველ ტურში მონტენეგროსთან დაძაბულ ბრძოლაში 12:13 დამარცხდა, დღეს კი ამავე ანგარიშით იმარჯვა.

ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ქართველი წყალბურთელებისთვის გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც სამბურთიანი სხვაობით 7:4 მოიგეს, რაც საბოლოოდ თამაშის მოსაგებადაც საკმარისი გამოდგა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 1 მოგებით და 1 წაგებით B ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 მარტს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ჯგუფში ასევე ასპარეზობენ ესპანეთი, სერბეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი და ავსტრალია. ექვსი გუნდიდან საუკეთესო სამეული ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.

საქართველო - ავსტრალია 13:12 (1:2, 2:2, 7:4, 3:4)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115582