ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მიკელე პადოვანომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სერია A-ში ხვიჩას თვისებების მქონე ფეხბურთელები ბოლო პერიოდში ბევრი არ არის.
„კვარაცხელიას და ოსიმენს განსაკუთრებული თვისებები აქვთ, ჯერ კიდევ შეუძლიათ გაუმჯობესება. ნიგერიელი ვლაჰოვიჩთან ერთად უახლოეს მომავალში საუკეთესო თავდამსხმელი იქნება. ქართველი მეტოქეს ატყუებს და ამ თვისებას ჩვენს ჩემპიონატში ხშირად ვერ ვხედავთ“, - თქვა პადოვანომ.
შეგახსენებთ, რომ მიკელე პადოვანომ არაერთ იტალიურ გუნდში ითამაშა, საუკეთესო პერიოდი კი 1995-1997 წლებში „იუვენტუსში“ გაატარა.