სხვა

19:05 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარა-მძლეოსნების წარმატება დუბაის გრან პრიზე

პარა მძლეოსნობაში დუბაის გრან-პრის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრების წევრმა დავით ქავთარაძემ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

შუბის ტყორცნაში ქავთარაძე (32.42) შედეგით მეორე ადგილზე გავიდა. ამავე დისციპლინაში პირველი ადგილის მფლობელი, უკრაინელი ვლადისლავ ბილი გახდა შედეგით (40.82).

დავით ქავთარაძემ სიგრძეში ხტომაში (5.37) საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალიც მოუტანა. ოქროს და ვერცხლის მედლები ჩინელმა პარა მძლეოსნებმა ზინგ ჰუანგჰაომ (6.37) და ჟიუ დენინგმა (6.26) გაინაწილეს.

ქავთარაძემ ორივე დისციპლინაში მოიპოვა პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ლიცენზია.

საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრები გუნდი აგრძელებს ასპარეზობას დუბაის გრან-პრის გათამაშებაზე.

0.116859