ცნობილმა იტალიელმა კომიკოსმა ჯენე ნიოკიმ, რომელიც „პარმას“ გულშემატკივარია, „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა. მან ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც შეაფასა და თქვა, რომ ქართველი მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს.
„გუშინ კვარაცხელია ძალიან არ მომეწონა. პენალტი კარგად დაარტყა, თუმცა თამაში არ მომეწონა. ტოპფეხბურთელია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნელ-ნელა მეტოქეები იწყებენ კონტრზომების მიღებას“, - აღნიშნა ნიოკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.