სხვა

14:33 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ რეიტინგში ლიდერობა გაიმყარა

ვარშავის გრან პრიზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.



ქართველმა მოფარიკავემ პოლონეთში გამართულ ტურნირზე ტრადიციულად, ძალიან კარგად იასპარეზა. ბაზაძე ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, იქ კი ტურნირის აღმოჩენას, 25 წლის მასპინძელ კშიშტოფ კაჩკოვსკის დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში, 15:13 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამჟამად, სანდრო ბაზაძეს ხმლით ფარიკაობის რეიტინგში 247 ქულა აქვს და მდევარს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უნგრელ არონ სილაგის 17 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი ლუკა კურატოლია 148 ქულით, მეოთხე ადგილს კი სანდროს მიერ ვარშავის ტურნირზე დამარცხებული კიდევ ერთი იტალიელი ლუიჯი სამელე და ბრენგი ეპიტი ბოლადი 146-146 ქულით იყოფენ.

სანდროს დამმარცხებელმა, პოლონელმა კშიშტოფ კაჩკოვსიმ 48 ქულით 24-ე ადგილზე გადაინაცვლა.

0.117369