11:52 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრემ არნოლდი ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2026 წლამდე იმუშავებს

ავსტრალიის ნაკრებმა დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელი, გრემ არნოლდი აღნიშნულ თანამდებობაზე კიდევ 3 წელი, ანუ 2026 წლამდე იმუშავებს.



ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. „სოკერუზმა“ D ჯგუფში დანიის ნაკრები ჩატოვა და საფრანგეთთან ერთად 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინის ნაკრებსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 2:1 დამარცხდა.

სხვადასხვა ინფორმაციით, არნოლმა შეთავაზება ბევრი ევროპული კლუბისგან და ასევე მაღალი დონის ეროვნული ნაკრებებისგანაც მიიღო, თუმცა მისი გეგმები ჯერ კიდევ ავსტრალიური ფეხბურთის განვითარება იყო.

„მომდევნო ოთხი წლის გავლას ახალი ფურცლიდან დავიწყებ. ეს გზა დამყარებული იქნება ჩვენი ნიჭის მეტად წარმოჩენაზე და ისეთი დიდი ტიტულებისთვის ბრძოლაზე, როგორებიც აზიის თასია, რომელიც მომდევნო წელს კატარში გაიმართება“ - განაცხადა არნოლდმა.

გრემ არნოლდმა აღნიშნული თანამდებობა 2018 წელს დაიკავა და გუნდს უკვე ორ მუნდიალზე უხელმძღვანელა.

0.115566