ფლორენციის „ფიორენტინამ“ ხორვატიის ნაკრების გარემარბი იოსიპ ბრეკალო დაიმატა. „იების“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
24 წლის ხორვატი „ფიორენტინაში“ 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის იტალიურ გუნდს „ვოლფსბურგიდან“ შეუერთდა, სადაც სათამაშო პრაქტიკას მოკლებული იყო.
აღსანიშნავია, რომ ბრეკალოს „ნაპოლისაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ „ფიორენტინაში“ გადავიდა. მას სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს, როდესაც გასულ სეზონში „ტორინოს“ რიგებში 33 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს ზაგრების „დინამოსა“ და „შტუტგარტშიც“ აქვს ნათამაშები.