კალათბურთი

16:49 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის XVIII გათამაშება დაიწყო

დღეს, თბილისში სტარტი აიღო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალმა, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება.



წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სულ ექვსი გუნდი იღებს. მათგან ხუთი, მეგა, რუსთავი, ვერა, კაკტუსი, თსუ, სუპერლიგის, ხოლო ტყიბულის ორბი “ა” ლიგის ჩემპიონატის მონაწილეა.

გუნდები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. “ა” ჯგუფში თავი კაკტუსმა, რუსთავმა და მეგამ მოიყარეს, ხოლო “ბ” ჯგუფი ოლიმპმა, თსუ-მა და ვერამ შეადგინეს. თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გავა.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 2-6 იანვარს გაიმართება. ნახევარფინალური დაპირისპირება 8 იანვარს შედგება, ხოლო 9 იანვარს ოლიმპიური სასახლე მემორიალური გათამაშების ფინალს უმასპინძლებს.

GBF.GE

0.119254