სხვა

13:47 | 18.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა წარმატებიოთ იასპარეზა

დუბაიში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ჩვენი ქვეყნის ნაკრების ანგარიშზე 1 ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალია.

+107 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკაკი ჯინჭარაძემ 239 კგ დააფიქსირა და მეორე ადგილზე გავიდა. ხოლო აჰმად რაზმ აზარმა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში 200 კგ. ასწია და ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრები გუნდისთვის 2022 წელი დუბაის მსოფლიო თასით დასრულდა. მიმდინარე წელს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ანგარიშზე სხვადასხვა პარასპორტის სახეობაში 74 მედალია.

0.125024