ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ბერლინის „ალბას“ უმასპინძლა და 85:76 დაამარცხა, რითაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
შენგელიამ 26:15 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.
„ვირტუს ბოლონია“ 5 მოგებით და 8 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 დეკემბერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.