ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. ამის შესახებ ბრაზილიური მედია იტყობინება.
30 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა მოირჩინა და დღეს საწვრთნელი პროცესი განაახლა. ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო პერსონალი იმედოვნებს, რომ ნეიმარი სამხრეთ კორეასთან განაცხადში მაინც იქნება, რომ შეცვლაზე ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა სერბეთთან პირველი ტურის მატჩში მიიღო, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებების წინააღმდეგ კი არ უთამაშია.