ფეხბურთი

17:47 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

,,ლივერპული" სოფიან ამრაბატის შეძენით დაინტერესდა

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მაროკოს ნაკრების ნახევარმცველით, სოფიან ამრაბატით ,,ლივერპული" დაინტერესდა.



ბოლო პერიოდში იურგენ კლოპმა გუნდში ახალი ნახევარმცველის დამატების სურვილი გამოთქვა, მაროკოელი ფეხბურთელი კი მის ინტერესებს შეესაბამება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ამრაბატი ,,ლივერპულში" თამაშს დათანხმდება, თუ მისი ანაზღაურება იმაზე შესამჩნევად მაღალი იქნება, რაც ,,ფიორენტინაში" აქვს. მერსისაიდულ კლუბს კონკურენციას ლონდონის ,,ტოტენჰემიც" უწევს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კი დიდი შანსია, სოფიანის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მაროკოს ნაკრები კარგად გამოიყურება, ამრაბატი კი ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურაა.

სოფიან ამრაბატმა კარიერა ნიდერლანდების ,,უტრეხტში" დაიწყო, ამჟამად კი ის ,,ფიორენტინას" ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 78 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.122729