ფეხბურთი

0:15 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონა: "ამ მსოფლიოს ჩემპიონატს აზრი არ აქვს, ერთი მატჩის ყურებასაც არ ვაპირებ"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთი მატჩის ყურებასაც არ აპირებს. მისი განცხადებით, კატარში მუნდიალის ჩატარება საშინელებაა და ამის უკან მხოლოდ ფული დგას.

„ამ მუნდიალზე ერთ მატჩსაც არ ვუყურებ. ეს ჩემთვის რთულია, რადგან ეს არის ტურნირი, რომელიც მიყვარს და ბავშვობიდან მიყვარდა, რომელსაც მოუთმენლად ველოდი და ვნებით ვუყურებდი. თუმცა, მოდით, გულწრფელნი ვიყოთ: ამ მსოფლიოს ჩემპიონატს აზრი არ აქვს, უფრო უარესიც - საზიზღრობაა.

კატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის. არ არის ენთუზიაზმი, არ არის არომატი. ყველა სტადიონზე კონდინციონერებია, რა სიგიჟე და სისულელეა! თუმცა, უპირველეს ყოვლისა ადამიანური საშინელება მოხდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა იმ სტადიონების აშენების გამო, რომლებიც მხოლოდ ერთი თვე შეასრულებს ფუნქციას და შემდეგ დაანგრევენ. ამ მუნდიალის ერთადერთი მნიშვნელობა ყველამ იცის, რომ ფულია. აზრი არ აქვს საფრანგეთი მოიგებს თუ წააგებს, ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს“, - თქვა კანტონამ.

0.114985