მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ, კატარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს სანჩესმა პრესკონფერენციაზე ქვეყანაში მომხდარი მოვლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.
"კატარში მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ მოსამზადებელი პროცესის შესახებ ძალიან ბევრი რამ ითქვა, მათ შორის კი ბევრი დეზინფორმაცია იყო, ბევრი კომენტარიც უსამართლოდ გამოითქვა. ადამიანის დაღუპვა სამუშაო საათების დროს დიდი ტრაგედიაა, აქაც და მსოფლიოს ყველა წერტილშიც" - განაცხადა ფელიქს სანჩესმა
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე დაახლოებით 6500 მიგრანტი მუშა დაიღუპა, ამ ფაქტს კი მსოფლიოს დიდი ნაწილი აპროტესტებს.
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი კვირას, 20 ნოემბერს, 20:00 საათზე კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება