ფეხბურთი

17:36 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში ვერ მოხვდნენ იასპერ სილესენი, სვენ ბოტმანი, დონიელ მალენი, არნო დანჯუმა, რაიან გრავენბერხი, დონი ვან დე ბეეკი, ხოლო ჟორჟინიო ვეინალდუმი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯასტინ ბილოუ (ფეიენოორდი), ანდრიეს ნოპერტი (ჰერენვეენი), რემკო პასვეერი (აიაქსი)

მცველები: ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დელეი ბლინდი (აიაქსი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი), დენზელ დუმფრისი (ინტერი, იტალია), ჟერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), მატაის დე ლიხტი (ბაიერნი, გერმანია), ტირელ მალასია (მანჩესტერი, ინგლისი), იურენ ტიმბერი (აიაქსი), სტეფან დე ვრეი (ინტერი, იტალია)

ნახევარმცველები: სტივენ ბერგუისი (აიაქსი), ვინსენ იანსენი (ანტვერპენი, ბელგია), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), დევი კლაასენი (აიაქსი), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა, იტალია), მარტენ დე როონი (ატალანტა, იტალია), ხავი სიმონსი (პსვ), კენეტ ტეილორი (აიაქსი)

თავდამსხმელები: სტივენ ბერგვაინი (აიაქსი), კოდი გაკპო (პსვ), ლუუკ დე იონგი (პსვ), ნოა ლანგი (ბრიუგე), მემფის დეპაი (ბარსელონა, ესპანეთი), ვოუთ ვერგოსტი (ბეშიქთაში, თურქეთი)

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სენეგალის, ეკვადორისა და კატარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.115991