ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ოტავიო ბიანკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არა მარტო „ნაპოლის“, არამედ ზოგადად, „ატალანტა“ – „ნაპოლის“ მატჩს დააკლდება.
„კვარაცხელია ზოგადად თამაშს უფრო დააკლდება, ვიდრე „ნაპოლის“, რადგან მინდორზე ასეთი ტალანტის არყოფნა ძალიან დასანანია. არ მახსოვს ფეხბურთელები, რომლებმაც ჩვენს ჩემპიონატზე ასეთი ეფექტი მოახდინეს. ისეთი თავდაჯერებულია, თითქოს უკვე წლებია იტალიაში თამაშობს. ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხაროა რომ მისი თამაშით აღტაცებას აქ, ბერგამოში ვერ მოვახერხებ.
„ნაპოლი“ ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას არყოფნა კარგი ამბავი არ არის, მაგრამ მთლიანობაში გუნდს შეუძლია მისი გუნდურად შეცვლა. რასპადორი ითამაშებს მის ადგილას, რომელსაც განსხვავებული თვისებები აქვს, მაგრამ ის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია“, - თქვა ბიანკიმ.
შეგახსენებთ, რომ ოტავიო ბიანკიმ 1987 წელს „ნაპოლის“ ისტორიაში პირველი სკუდეტო მოაგებინა, ხოლო 1989 წელს - უეფას თასი.