„მონცას“ ფეხბურთელი პაბლო მარი გუშინ მილანის სუპერმარკეტში დაჭრეს და თავდამსხმელმა მის გარდა, კიდევ 5 ადამიანი დაჭრა, საიდანაც ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იტალიური მედიის ცნობით, დამნაშავე პოლიციის ადგილზე მისვლამდე მასიმო ტარანტინომ განაიარაღა, რომელიც სხვათა შორის, ყოფილი ფეხბურთელია. „ბოლონიას“, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ დამნაშავე მან განაიარაღა.
„განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, გმირი არ ვარ“, - თქვა იტალიურ მედიასთან ტარანტინომ.
შეგახსენებთ, დამნაშავე 46 წლის პიროვნება აღმოჩნდა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. პაბლო მარის ოპერაციამ კი წარმატებით ჩაიარა და ორ თვეში ვარჯიშსაც დაიწყებს.