სამხრეთ კორეის J ლიგის 36 ტურში „ულსან ჰიუნდაი“ „პოჰანგს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა (1:1), ვაკო ყაზაიშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა თავი მე-40 წუთზე გამოიჩინა, როცა ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ყაზაიშვილს K ლიგის მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ულსანი“ 73 ქულით ლიდერია და სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ორი ტური დარჩა, ჩემპიონობისთვის კი მხოლოდ ქულაც ეყოფა.