იტალიური DAZN-ის პირდაპირ ეთერში საფეხბურთო ექსპერტებმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს და წარსულიდან დაასახელეს თითო ფეხბურთელი, რომელთაც ქართველი ჰგავს.
სტეფანო ბორგის, დარიო მარკოლინისა და ანდრეა ბარძალის პასუხები ასეთი იყო:
ბორგი: „ჯანლუიჯი ლენტინის ჰგავს“.
მარკოლინი: „ტიერი ანრის, რადგან ერთი-ერთზე მსგავს სტილში თამაშობს. მას ძალიან მაგონებს, იმიტომ, რომ გოლის გატანა ყველა სტილში შეუძლია“.
ბარძალი: „მე ლენტინის ვიტყვი, რომლის თამაში კარგად არ მახსოვს, მაგრამ მაინც მას დავასახელებ. კვარაცხელიას გოლების გარდა, შესანიშნავი თამაში და პასების გაკეთებაც შეუძლია“.