სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:00 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ლივერპულთან" თამაში წარსულია, ახლა "რეინჯერსთან" მოგებაზე ვფიქრობთ"

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „რეინჯერსთან“ მატჩამდე შოტლანდიურ გაზეთ Daily Record-თან კომენტარი გააკეთა.

კვარაცხელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გლაზგოში თამაში ძალიან რთულია, „ნაპოლი“ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამიტომ, გამარჯვების იმედიც აქვს:

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ჯერ ადრეა თქმა, გავალთ თუ არა ჯგუფიდან, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბი დავამარცხეთ, მაგრამ „ლივერპულთან“ თამაში უკვე წარსულია.

„რეინჯერსთან“ ადვილი თამაში არ იქნება, რადგან ისინი თავიანთი პუბლიკის წინაშე ითამაშებენ, ვიცით, რომ იქ ელექტრული ატმოსფერო სუფევს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ კარგ შედეგს მიაღწიონ, მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის და გლაზგოში გამარჯვების“, - თქვა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, რომ „რეინჯერსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფამ თამაშ 14 სექტემბრისთვის გადაიტანა, რისი მიზეზიც გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებაა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115791