ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შედეგად გაირკვა 16-ვე გუნდი, რომელიც ბერლინში გააგრძელებს ასპარეზობას.
ცნობილია მერვედფინალური წყვილებიც რამდენიმე საინტერესო თამაში შედგება, მაგრამ პლეი-ოფის პირველი სტადიის ცენტრალური დაპირისპირება ცალსახად ესპანეთისა და ლიეტუვის დაპირისპირება იქნება.
ევრობასკეტ 2022, მერვედფინალური ეტაპი
ესპანეთი - ლიეტუვა
ფინეთი - ხორვატია
სერბეთი - იტალია
საფრანგეთი - თურქეთი
უკრაინა - პოლონეთი
სლოვენია - ბელგია
გერმანია - მონტენეგრო
საბერძნეთი - ჩეხეთი
მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 10-11 სექტემბერს გაიმართება, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ერთადერთი მასპინძელი გამოდგა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.