სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:05 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: "ლივერპულისთვის" ყველაზე დიდ სარფთხეს კვარაცხელია წარმოადგენს"

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩის შესახებ ისაუბრა.

ბენიტესს თავის დროზე ორივე გუნდში აქვს ნამუშევარი, შესაბამისად, მისი აზრი საინტერესო იყო. რაფამ განაცხადა, რომ „ლივერპულისთვის“ მთავარ საფრთხეს „ნაპოლის“ რიგებიდან ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს.

„ხვიჩა კვარაცხელია ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელია, მაგრამ ის „ლივერპულისთვის“ უზარმაზარი საფრთხეა და ალბათ, იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია, ორივე ფლანგზე გამოირჩევა დრიბლინგით, იცის პასების გაკეთება და შეტევას თვითონაც ასრულებს. აქვს რიტმი და უნდა, რომ თამაშებში თავისი კვალი დატოვოს. მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ საოცარად ნიჭიერია და ის ფაქტი, რომ იტალიაში ასე კარგად თამაშობს, ხაზს უსვამს მის მენტალიტეტს.

ზოგადად, „ლივერპულისთვის“ საფრთხე ბევრი რამ შეიძლება იყოს. ლუჩანო სპალეტის უყვარს შეტევის უკნიდან კონსტრუქცია, „ლივერპულს“ კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება თავდაჯერებულობის ასამაღლებლად“, - თქვა ბენიტესმა Times-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.896793