ფეხბურთი

15:55 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "ინტერიდან" 19 წლის ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ მილანის „ინტერიდან“ ნიჭიერი იტალიელი ნახევარმცველი ჩეზარე კაზადეი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ლონდონელებმა 19 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. „ინტერმა“ იტალიელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი კიდევ დაემატება.

კაზადეი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელმაც გასულ სეზონში პრიმავერას (ახალგაზრდული) ჩემპიონატში 40 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან „ჩელსიში“ გადასვლა ისე მოახერხა, რომ „ინტერის“ მთავარ გუნდში ერთხელაც არ უთამაშია. თუმცა, თავდაპირველად იტალიელი ლონდონური კლუბის 21-წლამდე გუნდში ითამაშებს.

კაზადეი იტალიის 19-წლამდე ნაკრების წევრია, რომლის რიგებში 10-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

0.115066