ამსტერდამის „აიაქსმა“ ნიჭიერი იტალიელი თავდამსხმელი ლორენცო ლუკა დაიმატა. ინფორმაცია ნიდერლანდურმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
21 წლის ფორვარდი „აიაქსს“ 1-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ლუკა „აიაქსის“ ისტორიაში პირველი იტალიელი ფეხბურთელია.
21 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში „პიზას“ მაისურით სერია B-ს 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მანამდე კი „ვიჩენცასა“ და „პალერმოში“ ირიცხებოდა. იტალიის 21-წლამდე ნაკრებში მას 5 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ლუკას „ბოლონია“ იწვევდა, მაგრამ „აიაქსი“ ამჯობინა.