ფეხბურთი

13:37 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არტურო ვიდალი "ფლამენგოს" ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, არტურო ვიდალი „ფლამენგოში“ გადავიდა. ინფორმაცია ბრაზილიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

35 წლის ჩილელი „ატლეტიკო მინეიროსთან“ მატჩის წინ გულშემატკივარს „მარაკანაზე“ წარუდგინეს. მან ბრაზილიურ გრანდთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და „ფლამენგოში“ 32-ნომერიანი მაისურით ითამაშებს. სამხრეთამერიკელი „მენგოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ინტერთან“ კონტრაქტი ორი დღის წინ გაწყვიტა.

35 წლის ვიდალმა მილანური გუნდის მაისურით 71 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „კოლო-კოლოში“, „ლევერკუზენში“, „იუვენტუსში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია. ჩილეს ნაკრებში კი ვიდალის აქტივში 133 მატჩი და 32 გოლია.

0.114901