ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ „პორტუს“ ნახევარმცველი ვიტინია დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ვიტინიამ პარიზელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, პორტუგალიურმა კლუბმა კი მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო.
22 წლის ფეხბურთელს „პორტუს“ გარდა სხვა კლუბში არ უთამაშია, გასულ სეზონში კი „დრაკონების“ რიგებში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ვიტინია პორტუგალიის ნაკრების წევრიცაა, რომლის მაისურით ჯერ მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.