რიმინიში (იტალია) მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა ევროპის 28-ე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უძლიერეს გუნდებს შორის ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
ჩვენმა ოთხეულმა - ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა ფინალში ასპარეზობის უფლება პირველი ადგილით მოიპოვეს, გადამწყვეტ ეტაპზე კი ესპანეთს მცირედით ჩამორჩნენ და ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს. მესამე ადგილზე გავიდა გერმანია.
GEONOC.ORG.GE