სხვა

14:19 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი მოკრივეებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული შედეგი მიულოცა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა საქართველოს კრივის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, მათ მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს სახილ ალახვერდოვმა, არტიუშ გომციანმა და გიორგი ყუშიტაშვილმა. ლაშა გურული კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ლერი ხაბელოვმა მოკრივეებს მიულოცა ეს ისტორიული წარმატება, მადლობა გადაუხადა კრივის ეროვნულ ფედერაციას, ნაკრების მწვრთნელებს, თავად სპორტსმენებს მიზანდასახული შრომისა და თავდადებული ბრძოლისთვის. სეოკ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ქართული კრივის აღმასვლა გაგრძელდება და ასევე წარმატებები გვექნება სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებზე.

geonoc.org.ge

0.127621