ძალოსნობაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საბა ასანიძემ ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხა.
81 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ასპარეზობა ატაცში დაიწყო, რომელშიც 137 კგ თავიდან ვერ დააფიქსირა, შემდეგ იგივე წონა დაძლია, მესამე ცდაზე კი 141 კგ-საც გაუმკლავდა და დისციპლინაში მეექვსე ადგილზე გავიდა.
აკვრაში საბამ 181 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ 176 და 183 კგ დაძლია და აკვრაში ოქროს მედალი დაისაკუთრა. შედეგად, ორჭიდში მას 324 კგ დაუგროვდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საბერძნეთში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედლებია.