ფეხბურთი

19:33 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ლევანდოვსკის შემცვლელად "აიაქსის" ფორვარდს განიხილავს

მიუნხენის „ბაიერნი“ ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელის, სებასტიან ალეს ტრანსფერით დაინტერესდა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობა ალეს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მხარეები მის განახლებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

პოლონელ ფორვარდს „ბარსელონა“ იწვევს და შესაძლოა ზაფხულში სწორედ ესპანურ გრანდში გადავიდეს. რამდენიმე დღის წინ ბავარიელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონსაც „ბაიერნში“ გაატარებს, მაგრამ კლუბში ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა უკვე მაინც დაიწყეს, რადგან თუ ის კონტრაქტს არ განაახლებს, „ბაიერნს“ ზაფხულში შეუძლია მისი ტრანსფერით სოლიდური თანხა მიიღოს და 2023 წელს უფასოდ არ დაკარგოს.

სებასტიან ალე ბუნდესლიგას კარგად იცნობს, რადგან 2017-2019 წლებში „აინტრახტში“ თამაშობდა და ადაპტაციის იოლად გავლა უნდა მოახერხოს, რის გამოც მიუნხენელთა სიაში ფავორიტია. მან მიმდინარე სეზონში „აიაქსის“ რიგებში 35 მატჩში 31 გლი გაიტანა. ალეს გარდა, „ბაიერნი“ ლისაბონის „ბენფიკადან“ დარვინ ნუნიესის ტრანსფერზეც ფიქრობენ, თუმცა, კოტ დივუარელი ურუგვაელთან შედარებით ფავორიტად მიიჩნევა.

0.123699