სხვა

23:59 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

FINA-მ რუსი მოცურავე პუტინის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის დასაჯა

ცურვის მსოფლიო ფედარაციამ (FINA) გამოაცხადა, რომ ცხრა თვით დსკვალიფიკაციას უსჯის რუს ოლიმპიურ ჩემპიონ ევგენი რილოვს. მიზეზი ისაა, რომ მოცურავემ თავისი ქვეყნის უკრანაში შეჭრის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

რილოვმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მოიპოვა ოქროს მედლები. მან სხვა ათლეტებთან ერთად, მოსკოვის ლუჟნიკების სტადიონზე, პუტინის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აქციის დროს, რილოვს და სხვა ათლეტებს ეცვათ სამოსი, რომელზეც ნიშანი Z იყო გამოსახული. ეს არის საიდენტიფიკაციო სიმბოლო, რომელიც უკრაინაში შეჭრილი ოკუპანტთა ჯარის ტექნიკაზეა დატანილი.

დისკვალიფიკაციის გარდა, რილოვმა სასპონსორო ხელშეკრულებაც დაკარგა საცურაო ეკიპირების მწარმოებელ კომპანია „სპიდოსთან“.

აღსანიშნავია, რომ FINA-მ გააუქმა თავისი ეგიდით დაგეგმილი ყველა შეჯიბრი, რომლებიც რუსეთში უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, FINA-ს ყველა შეჯიბრში, რუსი და ბელარუსი მოცურავეების მონაწილეობაც აიკრძალა. ეს აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გრძელდება.

თეგებიFINA
0.122655