ფეხბურთი

17:50 | 18.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მერვე ტურში ბოლნისში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური ბოლნისში, „სიონისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩით გაიხსნა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ანგარიში ბოლნისელებმა სწრაფადვე გახსნეს, მეცხრე წუთზე ნიკა ხორხელმა გაიტანა და „სიონი“ დააწინაურა. გია ცეცაძის გუნდმა ტაიმის ბოლოს, ვარლამ კილასონიას ავტოგოლით გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ ფრე - 1:1.

„სიონს“ 8 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. „ტორპედო“ 11 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და ასევე 23 აპრილს, „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

„სიონი“ – „ტორპედო“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ხორხელი (9), 1:1 კილასონია (43, ა.გ)

0.124475