ფიგურულ ციგურაობაში ტალინის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლით დაასრულა.
იულია ლებედევა-ბითაძისა და დიმიტრი პარხომენკოს წყვილმა მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-20 ადგილის შემდეგ უკეთ იასპარეზა თავისუფალში, სადაც 72.80-ქულიანი შეფასებით მე-18 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა, ორივე პროგრამის გათვალისწინებით, 117.89 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატი მე-20 ადგილით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებისთვის დიდად წარმატებული გამოდგა სპორტულ წყვილებში გამოსვლა. ორი დღით ადრე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა ჩემპიონატების ისტორიაში პირველად - ქართულ ფიგურულ ციგურაობას ოქროს მედლები მოუტანა.