საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი, სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ჩვენმა ნაკრებმა, ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის,გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით,
გუნდური შეჯიბრის ნახევარფინალში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 45:10 დაამარცხა, ფინალში გადავიდა და იტალიის გუნდს, ანგარიშით 45:26 მოუგო.
ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 6 მედალია - ორი ოქროს, ერთი ვერცხლის, სამი ბრინჯაოს.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი (ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) - ოქროს მედალი
ირმა ხეცურიანი (ხმალი) - ოქროს მედალი
ირმა ხეცურიანი (რაპირა) - ვერცხლის მედალი
ირმა ხეცურიანი (დაშნა) - ბრინჯაოს მედალი
ნინა თიბილაშვილი (ხმალი) - ბრინჯაოს მედალი
ნინა თიბილაშვილი (რაპირა) - ბრინჯაოს მედალი.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 20 აპრილს დაბრუნდება.