სხვა

12:28 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შურისძიება სამშობლოს შეურაცხყოფისთვის? - თოფურიამ პიმბლეტი გამოიწვია (+VIDEO)

ბრძოლა სამშობლოს შეურაცხყოფისთვის? ილია თოფურიამ ჯეი ჰერბერტის დამარცხების შემდგომ, პედი პამბლეტი გამოიწვია. მანამდე კი მცირე კომენტარი გუშინდელ გამარჯვებაზეც გააკეთა.

„გამარჯობა ინგლისო, მიყვარხართ!. რაც შეეხება ჯეი ჰერბერტს, ამ ბრძოლაში ჩემი გეგმა ჩვეულებრივი იყო, გამოვსულიყავი ოქტაგონზე და მეტოქისთვის თავი წამეცალა, რაც შევასრულე“.

ილიამ პიმბლეტის გამოწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ბრიტანელმა საქართველოს მიმართ უპატივცემულო კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესმის თუ რატომ ატერორებენ რუსები საქართველოს. მოგვიანებით კი მან ეს პოსტი წაშალა, თუმცა შემდგომ არაერთი გამაღიძიანებელი მიმართვა ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ თოფურიასა და პიმბლეტის გზა ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიკვეთა, სადაც სიტყვიერ შელაპარაკებას მცირე ჩხუბიც მოჰყვა.

ბრიტანელმა ამის შემდგომ ილიას მიმართა: „ვნახოთ თუ აქვს იმის თავი, რომ პირისპირ მითხრას რასაც შემპირდა. მოუთმენლად ველოდები“.

შედეგმაც არ დააყოვნა თოფურიამ პიმბლეტს ოქტაგონიდან უპასუხა და მიმართვაში არაერთი ბინძური სიტყვაც გამოიყენა.

„პედი პამბლეტ, მინდა გამოგიწვიო და ისე დაგარტყა, როგორც ბოლოს. პედი პიმბლეტ, ქერა ბ..ო, - მინდა შენ გეჩხუბო“, - თქვა თოფურიამ.

0.123024