სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:40 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარსიალი: "ბარსელონა" და "იუვენტუსი" მიწვევდნენ, მაგრამ "სევილიაში" გადასვლა ვამჯობინე"

ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელმა ენტონი მარსიალმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონასა“ და „იუვენტუსში“ შეეძლო გადასვლა, მაგრამ არჩევანი ესპანურ გუნდზე გააკეთა, რადგან ანდალუსიაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

„ბარსელონა“ ჩემს აგენტებს იანვარში ესაუბრა, „იუვენტუსსაც“ სურდა ჩემი გადაბირება და ორივე გუნდის მხრიდან მცდელობა იყო, ეს მართალია. თუმცა, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის „სევილია“ იყო. აქ მაქვს შანსი გავხდე სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი, რეგულარულად ვითამაშო, როგორც მინდოდა“, - თქვა ფრანგმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, მარსიალი „სევილიას“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. მან „დალაქების“ რიგებში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და „ოსასუნასთან“ 77 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.128306