ცნობილ საფეხბურთო აგენტს, მინო რაიოლას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. bild-ის ცნობით, ნიდერლანდელი ფილტვების პრობლემების გამო რამდენიმე კვირაა მილანის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
რაიოლას ფილტვების პრობლემები აქვს, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. აგენტი მკურნალობის შემდეგ თავს უკეთესად გრძნობს.
გეტყვით, რომ მინოს წარმომადგენლები მისი ჯანმრთელობის პრობლემების სერიოზულობას არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ აგენტი "გეგმიური სამედიცინო გამოკვლევას" გადის.
შეგახსენებთ, რაიოლა ისეთი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ერლინგ ჰოლანდი, ჯანლუიჯი დონარუმა, პოლ პოგბა და ა.შ.