სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:18 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ჩემპიონთა ლიგის წილისყრის გამო საჩივრის შეტანას გეგმავს

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგების გამო საჩვირის შეტანას გეგმავს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

პირველი წილისყრა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კალათიდან შეცდომის ამოღების გამო გაუქმდა, მაგრამ მანამდე, „რეალს“ მეტოქედ „ბენფიკა“ წესების სრული დაცვით ერგო. სწორედ ამიტომ, მადრიდელები მიიჩნევენ, რომ „ბენფიკასა“ და „რეალის“ წყვილი უეფამ ძალაში უნდა დატოვოს, ვინაიდან ეს წყვილი შეცდომის დაშვებამდე შედგა.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ უეფაში ეს პროტესტი გაითვალისწინონ და საჩივარი დაკმაყოფილდეს. ისიც ვთქვათ, რომ მეორე და საბოლოო წილისყრით, „რეალს“ მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ თამაში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები თებერვალსა და მარტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115516