ფეხბურთი

15:43 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა "სამგურალთან" მოიგო, "საბურთალომ" - "შუქურასთან"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 36-ე ტური დასრულდა. ახლა უკვე მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ჩემპიონის სტატუსით პირველად ითამაშა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

აჭარლები სტუმრად „სამგურალს“ ესტუმრნენ და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. გოლები მეორე ტაიმში გავიდა - ჯაბა ჯიღაურმა პენალტით გაიტანა, ხოლო მატჩს მიწურულს გაგი მარგველაშვილმა და ოლექსანდრ აზაცკიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. „დინამო ბათუმს“ 74 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე ტურით ადრე, უკვე ჩემპიონია, ხოლო „სამგურალი“ 41 ქულით მეშვიდე საფეხურზეა.

„საბურთალომ“ სატურნირო მოტივაციის თვალსაზრისით არაფრის მომცემ მატჩში სტუმრად ქობულეთის „შუქურა“ 2:1 დაამარცხა. თბილისელები აგებდნენ, მაგრამ შემდეგ ოთო მამაგეიშვილმა და ლუკა წულუკიძემ თამაში შეატრიელეს. „საბურთალო“ 54 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „შუქურა“ 27 ქულით მეცხრეა და ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა პლეი-აუტში მოუწევს. სხვათა შორის, ლუკა წულუკიძე მხოლოდ 17 წლისაა, ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა და თანაც, როგორი - გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ჯიღაური (49, პენ), 0:2 მარგველაშვილი (84), 0:3 აზაცკი (88)

„შუქურა“ – „საბურთალო“ 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (72), 1:1 მამაგეიშვილი (83), 1:2 წულუკიძე (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.128648