ფეხბურთი

11:03 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანი: "არიან ბავშვები, რომლებსაც გერმანიაში სხვა ჩემპიონი არ უნახავთ, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არაა"

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა განაცხადა, რომ გერმანიაში ბევრს არ მოსწონს „რეკორდმაისტერის“ დომინანტობა, მაგრამ ეს „ბაიერნის“ პრობლემა არ არის და კლუბი ეცდება ტიტულები კიდევ მოიპოვოს.

„ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა 2019-2020 წლების სეზონი. კლუბის ისტორიაში მეორედ შევასრულეთ ტრიპლეტი. ეს უნიკალურ შედეგზე უფრო მეტია. კლუბის ყველა თანამშრომელმა ყველა ღონე იხმარა ამ შედეგის მისაღწევად ასეთ რთულ პერიოდში. გასულ სეზონში ზედიზედ მეცხრედ გავხდით ჩემპიონები, ახლა ემბლემის ზემოთ ხუთი ვარსკვლავი გვაქვს. ზედიზედ ცხრა ტიტული გვაქვს, არიან ბავშვები, რომლებსაც გერმანიაში სხვა ჩემპიონი არ უნახავთ. ბევრს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჩვენ დომინანტები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის“, - თქვა კანმა.

ლეგენდარულმა გერმანელმა ამის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონელი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებს:

„რობერტს მხოლოდ 29 თამაში დასჭირდა 41 გოლის გასატანად. ამ რეკორდს ვერავინ მოხსნის, ეს მხოლოდ თვითონ ლევანდოვსკის შეუძლია და ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. იმედგაცრუებული ვიქნები თუ ლევი „ოქროს ბურთს“ ვერ მიიღებს. არავინ იმსახურებს "ოქროს ბურთს" ისე, როგორც ლევანდოვსკი“, - დასძინა გერმანელმა.

0.12532