ფეხბურთი

11:40 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი ერთი თვით გამოაკლდა

იტალიურ „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდა. ნიგერიელმა ფეხბურთელმა ტრავმა „ინტერთან“ მატჩში მიიღო და მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენი მილან შკრინიართან ბურთისთვის იბრძოდა, მაგრამ დაზიანება მიიღო. როგორც ნეაპოლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნიგერიელს მარცხენა ლოყის მოტეხილობა აღენიშნება და ოპერაციას გაიკეთებს.

გარდა ამისა, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის განცხადებით, მარცხენა თვალზე ოსიმენს სისხლჩაქცევაც აღენიშნება. სარეაბილიტაციო პერიოდი მინიმუმ ერთი თვე გასტანს და „აძურის“ წამყვანი ფეხბურთელი მნიშვნელოვან მატჩებში დააკლდება.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. „ნაპოლი“ 13 ტურის შემდეგ 32 ქულით „მილანთან“ ერთად სატურნირო ცხრილის ლიდერია.

0.121178