ფეხბურთი

18:37 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ნოიერს კონტრაქტს 2025 წლამდე გაუხანგრძლივებს

მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა მანუელ ნოიერს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. Sport1-ის ცნობით, გერმანელი კიპერი კარიერის დასრულებას უახლოეს მომავალში არ აპირებს და „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობაც მისი თამაშით კმაყოფილია.

ნოიერის მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ მხარეები თითქმის შეთანხმდნენ, რომ ის 2 წლით, 2025 წლის 30 ივნისამდე განახლდება. მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

35 წლის მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს „შალკედან“ გადავიდა და მას შემდეგ მიუნხენური გიგანტის რიგებში 451 თამაში ჩაატარა.

0.116995