„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვირას, პრიმერას მე-10 ტურში, მადრიდის „რეალთან“ მატჩის შედეგის მიუხედავად, რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებს.
რეპორტიორებმა ჰკითხეს: „კვირის შეხვედრის შედეგის მიუხედავად, კუმანს მაინც ენდობით?“
„დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. კუმანი „კლასიკოს“ შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას.“ - უპასუხა ლაპორტამ.
„ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩი კვირას, 24 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.