ფეხბურთი

13:21 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყატარმა უკვე დახარჯა 200 მილიარდი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისისთვის

ყატარელმა დიპლომატმა, აჰმედ ბენ ნასერ ბენ ჯასიმ ალ ტანიმ, ჟურნალისტებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისის შესახებ უამბო.

„დღეისათვის ჩვენმა სახელმწიფომ ტურნირის ორგანიზებისთვის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამ თანხაში შედის სტადიონების, მეტროს, აეროპორტების, ახალი ქალაქისა და პორტის მშენებლობა. ვიმედოვნებთ, ისეთ მსოფლიო ჩემპიონატს ჩავატარებთ, რომლითაც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული დარჩება.

გვინდა, ყატარი მოწინავე სახელმწიფო იყოს, ყველასთვის კარგი მაგალითის მიმცემი.“ - ამბობს ალ ტანი.

თეგებიყატარი 2022
0.118372